ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) თავმჯდომარე ურბან ალინს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები რიკსდაგის თავმჯდომარის მოადგილეებთან,  წევრებთან და გენერალურ მდივან კეტრინ ფლოსინგთან.

შეხვედრები გაიმართება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივან ჰანს დალგრენთან და ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივან ოსკარ სტენსტრომთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ეწვევა ქალაქ უფსალასაც, სადაც შეხვედრებს ქალაქის მერ კარლ ლინდბერგთან, უფსალას ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ პერ ბენგსტონთან და ქართველ სტუდენტებთან გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ კარინ იამტინთან, SKL International-ის თავმჯდომარე მარი-ლუი რონნმარკთან, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის (ISDP) დირექტორ ნიკლას სვანსტრომთან.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ირაკლი აბესაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები