მიხეილ სააკაშვილი, მომხრეებთან ერთად, რადას შენობისკენ მიემართება (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მომხრეებთან ერთად, რადას შენობისკენ დაიძრა, სადაც საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
რამდენიმე წუთის წინ, სააკაშვილის მხარდამჭერებმა, დაკავებული სააკაშვილის ავტომობილიდან გადმოყვანა და გათავისუფლება მოახერხეს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებასა და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები