გიორგი მარგველაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება დაცული

„იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება,“- ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს.
გიორგი მარგველაშვილი მოკლე განცხადებას „Twitter“ -ის გვერდზე ავრცელებს.
„კიევში მიმდინარე პროცესები უკრაინის შიდა საქმეებია, თუმცა, მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება,“- წერს მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები