რუსთაველზე საცხოვრებელი სახლის სახურავი და მანსარდი იწვის

რუსთაველზე, „მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის სახურავი და მანსარდი იწვის. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მანსარდს გაუჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი და 40 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები