განათლების სამინისტროს ფსიქოლოგები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, – ამის შესახებ ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ტელეფონის ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის ამუშავდა 24-საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი – 577 99 41 81.
დღეს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები