არჩილ თალაკვაძე: საქართველო ერთი ოჯახია, გავაჩერე მანქანა და ზესტაფონამდე ერთად ვიმგზავრეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ის ფეისბუქ-სტატუსში წერს, თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის სესიაზე მიმავალს, რიკოთის უღელტეხილიდან ზესტაფონამდე მოქალაქეები დაემგზავრნენ.
“წვიმიანი, ცივი ამინდია. დილაადრიან, თბილისიდან ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე წამოვედი. რიკოთის უღელტეხილზე, ვერტყვიჭალასთან მგზავრებმა დამიქნიეს ხელი. საქართველო ერთი ოჯახია, გავაჩერე მანქანა და ზესტაფონამდე ერთად ვიმგზავრეთ.
უბრალო, კარგი ადამიანები გავიცანი. ეს ავტომობილიც მათი ნაყიდია.
“სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები