ნინო ლომჯარია: დავიცავ ჩემ მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც

„მე შევხვდები ყველას, ვისაც სურს ჩემთან საუბარი და დავიცავ ჩემ მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც!“ – ამის შესახებ ახლადარჩეული ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს და მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.
ამასთან, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ იგი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს საქართველოს ყველა მოქალაქისადმი.
„დიდი მადლობა ყველას! ძალიან ემოციურია ჩემთვის ამხელა მხარდაჭერა როგორც საქართველოს პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან! ვგრძნობ ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას! მადლობა პოლიციას, რომელიც იცავს დღეს ომბუდსმენის ინსტიტუტის უსაფრთხოებას! მე შევხვდები ყველას ვისაც სურს ჩემთან საუბარი და დავიცავ ჩემ მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები