საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აქტიურ დაცვასა და განხორციელებას იწყებენ

მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტები, საქართველოს წამყვანი სამაუწყებლო კომპანიების წინააღმდეგ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აქტიურ დაცვასა და განხორციელებას იწყებენ.
პროცესში ჩართული არიან “სონი მიუზიკ ენთერთეიმენტი“/ Sony Music Entertainment, LLC (“SME”) და „ვორნერ მიუზიკ“/Warner Music (“Warner”)
საწყის ეტაპზე SME-სა და Warner-ის პრეტენზიის ობიექტი საქრთველოს წამყვანი სამაუწყებლო კონპანიები „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „რუსთავი 2“ იქნებიან.
SME-ისა და Warner-ის ინტერესებს იურიდიული ფირმა, „ბიზნეს ლიგალ ბიურო” (BLB – www.blb.ge) წარმოადგენს. SME-სა და Warner-ის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნა, წარმოება, გაყიდვა, დისტრიბუცია და სხვაგვარი გამოყენება. SME და Warner ფლობს განსაკუთრებული საავტორო და მომიჯნავე უფლებებს მილიონობით ფონოგრამაზე, რომელთა უმეტესობა მუსიკალურ ნაწარმოებთა ჩანაწერებს წარმოადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე SME-ისა და Warner-ის კატალოგში შემავალი ფონოგრამების ლიცენზირების უფლებების მართვას, რაც გულისხმობს შესაბამისი ნებართვების გაცემასა და ჰონორარის აკრეფას, ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ლიდერი, „ბრავო რექორდსი“ ახორციელებს.
BLB-ს მმართველი პარტნიორის, კახა შარაბიძის განცხადებით, „ბრავო რექორდსი“ განვლილი პერიოდის განმავლობაში ცდილობდა შეთანხმება მიეღწია საქართველოს წამყვან სამაუწყებლო კომპანიებთან „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „რუსთავი 2“, რათა მათ უფლების მფლობელთათვის გადაეხადათ ჰონორარი SME-ისა და Warner-ის კატალოგში შემავალი ფონოგრამების რეპროდუცირებისათვის, რაც ხორციელდებოდა ამ ფონოგრამების სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამებთან სინქრონიზაციის გზით.
საქმე ეხება ისეთ რეიტინგულ და ცნობილ სატელევიზიო პროგრამებს, როგორიცაა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ნიჭიერი“, “X ფაქტორი“ “უცნობი მუსიკა“ და სხვ. სამწუხაროდ, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და SME და Warner იძულებული აღმოჩნდნენ მათი ინტერესების დაცვა იურისტებისთვის მიენდოთ.
„ბრავო რეკორდსი“, SME და Warner ერთობლივად აწარმოებდნენ, დასახელებული მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ, SME-ისა და Warner-ის კატალოგში შემავალი ფონოგრამების გამოყენების ფაქტების მონიტორინგს და მათ მიერ დოკუმენტალურად არის დადასტურებული ფონოგრამების გამოყენების თითოეული შემთხვევა. BLB-ის მმართველი პარტნიორის, კახა შარაბიძის განცხადებით, უკვე წადგენილია სამართლებრივი მოთხოვნები სამივე სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ და ამასთანავე შეთავაზებულია სადავო ურთიერთობის მორიგებით დასრულება. თუ უახლოეს პერიოდში ვერ მოხდება შეთანხების Page 2 of 2 მიღწევა, SME -სა და Warner-ს განზრახული აქვს შეიტანოს სარჩელი სამივე სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოში.
„აღნიშნული სასამართლო დავა იქნება კარგი ტესტი საქართველოს სასამართლოებისათვის, რათა განხორციელდეს უფლებების უცხოელი მფლობელების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სათანადო დაცვა ნაციონალური კანონმდებლობის საფუძველზე.
საქართველო _ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების ადეკვატური და ეფექტიანი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა. ამასთან, არამარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ კერძო სექტორსაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის წამყვან მედია საშუალებებს. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სადავო ურთიერთობის შეთანხმების გზით მოგვარებას და თავიდან ავიცილებთ სასამართლო დაპირისპირებას“, _ აცხადებს კახა შარაბიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები