საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ხვალ, 1 დეკემბერს, 12 :00 საათზე კომპანია RMG-ს სათაო ოფისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
კომპანია RMG-ს სახელით, მემორანდუმს ხელს მოაწერს აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ საქართველოს სამთო-გეოლოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური დარგების ხელშეწყობასა და შემდგომ განვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები