ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევის შესახებ მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.
„ვულოცავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გვაქვს დიდი იმედი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისა, პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა. საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები