ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი ყინულის ყუთების დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ფოთში, მაცივარ-საწყობ „აისბერგ- ფოთში“ 40 წლამდე მამაკაცი, ყინულის ყუთების დაცემის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მამაკაცს ტრავმა თავის არეში ჰქონდა და სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.
,,სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადაა. მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად, ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მაცივარ-საწყობ „აისბერგ- ფოთში“ კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 170 -ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები