ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა უკვე გამოსცადა. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, ტესტმა წარმატებით ჩაიარა.
სახლემწიფო ტელევიზიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიზანს მიაღწია, გამხდარიყო ბირთვული იარაღის ქვეყანა.
ფხენიანის განცხადებით, რაკეტის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.
ბალისტიკურმა რაკეტამ ზღვის დონიდან 4,475კმ სიმაღლეს მიაღწია, 950 კილომეტრი 53 წუთში დაფარა და იაპონიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან 250 კილომეტრში დაეშვა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ, წარსულში გაშვებულ რაკეთებს შორის ყველაზე დიდ სიმაღლეს მიაღწია.
სანამ რაკეტა ჰაერში იყო, დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები