№15 დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა

   სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით, №15 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში გიო ხუციშვილი და მისი ბენდი „გიო და ბიჭები“ მონაწილეობდნენ. მსჯავრდებულებისთვის სპეციალური კომპოზიციები მუსიკოსმა მერაბ სანოძემ შეასრულა.
კონცერტს ხატია შამუგია უძღვებოდა. მუსიკოსებთან ერთად ღონისძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ქსნის N15 დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. მსჯავრდებულების წინაშე სტუმრები ორსაათიანი მუსიკალური პროგრამით წარდგნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობით, მუსიკოსების მხარდაჭერით სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის არაერთი კონცერტი და შოუპროგრამა გაიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები