აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რასაც გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ

საქართველოსთან ზოგადად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რასაც გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა უენცაი ჟანგმა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის საქართველოში პირველად სამი წლის წინ იყო.

“მოხარული ვარ, რომ დღევანდელი რეგიონული კონფერენცია წარმატებით გაიხსნა. პანელზე მინისტრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარაზე აზიისა და ევროპის რეგიონებს შორის, ასევე კავშირების გაღრმავებაზე, ცენტრალური აზიის რეგიონთან უფრო მეტ დაახლოებაზე. ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით საქართველოსთან. ფაქტობრივად, ინვესტიცია სამ მილიარდამდეა და საკითხი შეეხება გზების, ურბანული ტრანსპორტის, მეტროს, წყლის მიწოდების სისტემების განვითარებას. საქართველოს ჰაბად გადაქცევას. ასევე ძალზე ფართო მასშტაბიანი პროექტები გახლავთ, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე მომავალში ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი და ჩვენ აქ მუდამ ჩართულები ვიქნებით”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები