ჰენრიკ ჰოლოლეი: საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” მისასალმებელ პანელზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ სიტყვით ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი გამოვიდა.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში.

„საქართველოს უკავია მართლაც უნიკალური პოზიცია და ძალიან სტრატეგიული ადგილი, რადგან ის არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს ბუნებრივი კარიბჭის როლს რეგიონში და აკავშირებს სატრანსპორტო ჰაბებს ევროპასა და აზიას შორის“, – აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

თავის გამოსვლაში ჰოლოლეიმ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან არსებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

„საქართველო არის ძალიან კარგი მოდელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და რეგულაციების აპროქსიმაციის კუთხით“, – განაცხადა სიტყვით  გამოსვლისას ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.

ჰოლოელიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები კანონის უზენაესობისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და ბიზნესის კეთების საკითხები ერთნაირად  წარმატებით ვითარდება საქართველოში.

„დღეს თქვენ უკვე ძალიან სერიოზული ინვესტიციები გაქვთ, გამჭვირვალე პროცედურების დანერგვის კუთხით და არ არის გასაკვირი, რომ საქართველო გახდა მთავარი აქტორი სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, – აღნიშნა მან.

პანელის ფარგლებში, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარემოსდაცვით და ეკოლოგიური თვალსაზრისით გონივრული განვითარების აუცილებლობაზე. ჰოლოლეიმ მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მიმდინარე ხედვები ჩინეთთან სახმელეთო კავშირების განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ორ რეგიონს შორის თავსებადობის და ურთიერთშევსების უზრუნველყოფა, რათა შესრულდეს ის მიზნები, რომელიც სარტყელისა და გზის ინიციატივით არის განსაზღვრული, რას თავის მხრივ შექმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორებს და შესაძლებლობებს, მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვისაც.

გამჭვირვალობა, ძირითადი საბაზრო წესების დაცვა, საუკეთესო ხარისხის საქონელი და მომსახურება, ეფექტური მმართველობა, გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – ჰოლოლეის განცხადებით, ესენია ის აუცილებელი პირობები, რასაც ევროკავშირი აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებიდან ელოდება . ამასთან ევროკავშირის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო სექტორში უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე  გაამახვილა.

„უსაფრთხოება პირველ ადგილზეა და ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ ნებისმიერ სატრანსპორტო მოდელს დაუჭიროს მხარი, თუ ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჰოლოლეიმ განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით და განაცხადა, რომ ბარიერების მოხსნის, ღია კონკურენციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გადაადგილების საიმედოობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტურიზმის განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები