ხიდისთავში მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოშია მოთავსებული.
შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული მანქანაში მყოფ კიდევ ორ ახალგაზრდას. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები