ჭუბერში მოსახლეობამ „ნენსკრაჰესის” სამუშაოებთან მისასვლელი გზა გადაკეტა – რას აცხადებს მესტიის მერი

ჭუბერში მოსახლეობამ „ნენსკრაჰესის” სამუშაოებთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ხიდის შეკეთებასა და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ. ჭუბერში იმყოფებოდა მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. როგორც „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, აღნიშნული საკითხების მოგვარება „ნენსკრაჰესის” ინვესტორის ვალდებულებაში არ შედის, თუმცა როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, „ნენსკრაჰესს” სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის გამოყოფილი აქვს 4 მილიონი ლარი და ჭუბერის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისთვის, შესაძლოა აღნიშნული თანხიდან მოხდეს სახსრების მობილიზება.
„ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ხიდის შეკეთებასა და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ, თუმცა „ნენსკრაჰესის” ინვესტორის ვალდებულებაში ეს არ შედის, თუმცა, დღეს იყო საუბარი იმაზე, რომ 4 მილიონი ლარიდან, რომელიც გამოყოფილია სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, მობილიზდეს სახსრები, ელექტრობოძებისა და ელექტროსადენებისთვის,“ნენსკრაჰესის“ორი წარმომადგენელი და ჩვენი ორი სოფლის რწმუნებულები იმსჯელებენ ამ საკითხზე ერთობლივად“,- განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები