ტყიბულში ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ტყიბული-ქუთაისის მიკროავტობუსს “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 9 მგზავრი დაშავდა.
დაზარალებული მგზავრები ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის  276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები