“ისანში” ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა

მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ექიმთა ბრიგადამ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, სავარაუდოდ, შემთხვევის შედეგად, მამაკაცმა ტვინის შერყევა მიიღო.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები