თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა  შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ნინო რამიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა  შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და მახათას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები