შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

კახაბერ საბანაძემ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე და მივუსამძიმრო მის ოჯახს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელსა და სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში და მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები