რესტორანი “თაღლაურა” იწვის

თბილისში, ვახუშტის ხიდის მახლობლად მდებარე რესტორან “თაღლაურაში” ხანძარია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ბრიგადები. რესტორნიდან მოხდა სტუმრების ევაკუაცია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საპატრულო პოლიციას “თაღლაურას” მიმდებარე ტერიტორია ლენტით აქვს შემოსაზღვრული და არავის უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები