კახა კალაძე: დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს.
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტი შესულია თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურში.
„სახელმწიფო აუდიტი შემოსულია თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურში და დამატებით, კიდევ იქნება მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, რომ რამდენიმე საქალაქო სამსახური შემოწმდეს. დედაქალაქის მერიაში მოკვლევას მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი ჩაატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულები მოინახულა.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია და ისნის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ და ზარალი სრულად აუნაზღაურდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები