მეუფე შიო: ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის

მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, – ამის შესახებ  მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განაცხადა. ამ განცხადებით მიტროპოლიტი პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელებას გამოეხმაურა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მისთვის „უდიდესი ჯვარია“.

„მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ  გაიგო.

„ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას. უახლოეს მომავალში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება“, – აღნიშნა შიო მუჯირმა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ შიო მუჯირი დღეს დაასახელა. უწმინდესმა ბრძანება ქაშუეთში, „გიორგობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ წაიკითხა.

“მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები