უკრაინელმა დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა (ვიდეო)

უკრაინის ტელევიზიის “NewsOne”-ის, ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერის დროს, ინციდენტი მოხდა.
“რადიკალური პარტიის“ წარმომადგენელმა, იგორ მოსიჩუკმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მასზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა.
იგორ მოსიჩუკმა სააკაშვილს ჰკითხა, უჭერდა თუ არა მხარს უკრაინელ ნაციონალისტების ლიდერ სტეფან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინას უჭერდა მხარს და განაცხადა, რომ ბანდერა ცოცხალი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში კორუფციონერებს გაანადგურებდა.
გადაცემის მსვლელობისას, მოსიჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინის პოლიტიკაში ჩარევის უფლება, სააკაშვილს არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები