თეიმურაზ კუპატაძე: მზად ვარ, ჩემს კოლეგებთან ერთად, ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას

„მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად, ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

ის აღნიშნულ თანამდებობაზე, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს დანიშნა.

„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ჩვენს მოსახლეობაში ნდობისა და პატივისცემის დამსახურება. ამავე დროს, მე გვერდით დავუდგები თითოეულ პოლიციელს, როდესაც საქმე ეხება მის ღირსებას და მზად ვარ, დავიცვა მათი უფლებები“,- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა დროს იგი იყო საპატრულო პოლიციის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური. შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. თბილისის სახაზინო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, ამავე სამმართველოს ასეულის მეთაური. ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზინო საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.

2017 წლის აგვისტოდან კი, თეიმურაზ კუპრაძე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის,  თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები