გიორგი გახარია პოლიციელებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენს მოქალაქეებთან  ყოველდღიური ურთიერთობით, ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე, – ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის თანამშრომლებს დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი წარადგინა.
გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის უაღრესად დიდი პატივია აქ დგომა და “ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები”.
“ძვირფასო პოლიციელებო, კოლეგებო, საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის შსს-ს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით, ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა გუშინ”, – განაცხადა გახარიამ.
მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო.
“მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე და ასევე ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის წინაშე”, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას და ყველა იმ დანაყოფს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები