ვინ არის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი 41 წლის ვანო გოლოშვილია.
გარდაცვლილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვანო გოლოშვილი სამართალდამცავებსა და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარი ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიჭრა. იგი საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო და თითქმის 20 საათი გაგრძელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების  ერთი წევრი დაკავებულია ხოლო სამი ლიკვიდირებული. სპეცოპერაციის დროს ოთხი სპეცრაზმელი დაიჭრა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები