არჩილ თალაკვაძე ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე-ეს არის აბსურდი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
თალაკვაძემ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება.
„თავისთავად იმის გამეორება, როგორც მოცემულობის, რაზეც აქ იყო საუბარი მიმაჩნია, ძალიან არასერიოზულად, რომ ვიღაცამ მეგობარს დაურეკა, ამან ტელეფონზე ვერ უპასუხა და ე.ი. მისი ლიკვიდაცია მოხდაო. ვიღაცამ შეიძლება ეს თქვას, მაგრამ ამის გაჟღერება ეს მოხდაო არ არის სერიოზული,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების დაცვის წევრების ლიკვიდაციის შესახებ განცხადება თადარიგის პოლკოვნიკმა დავით თაყიშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფების მებრძოლი გაიცნო, რომელთანაც მჭიდრო კავშირი აქვს. სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
ახმედ ჩატაევი სასჯელს ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე იხდიდა. იგი 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. ჩატაევმა ამის შემდეგ მოღვაწეობა თურქეთში განაგრძო. არსებული ინფორმაციით, იგი ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები