ქართველი მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ოლიმპიურმა პრიზიორმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალენ მირზოიანი შედეგით 2-0 დაამარცხა.

დღეს კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს ოქროს მედლისთვის. ესენი არიან: ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები