გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზიანების შედეგად სრული რეაბილიტაცია 8 საცხორებელ ბინას სჭირდება

გარეგანი დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 8 საცხოვრებელ ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება,-ამის შესახებ ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის კორპუსის სანახავად მისულმა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადეს.

მათი განცხადებით, ასევე არიან სხვა დაზარალებულებიც, რომელთა საცხოვრებელი ფართითა და მატერიალური დახმარებით უზრუვნელსაყოფადაც გამგეობა ყველაფერს გააკეთებს.
ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთა თქმით, ისინი დაელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულებას და ამის შემდეგ, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში მაქსიმალურად სწრაფად დაეხმარებიან ადგილობრივებს.
ექსპერტ-კრიმინალისტები კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ისევ მუშაობენ. ადგილზე რჩება კობრას ტიპის ერთი ჯავშან-ტრანსპორტიორი, სპეცრაზმი და სახანძრო-სამაშველო დახმარების ერთი ბრიგადა. ქუჩაზე ახლა ევაკუატორებიც არიან მობილიზებული, რომლებითაც სავარაუდოდ დაზიანებულ ავტომობილებს გადაიტანენ.
პერიმეტრი ისევ შემოსაზღვრულია და გამკაცრებულია ტერიტორიაზე გადაადგილება. აქ შესვლის უფლება მხოლოდ სამართალდამცველებს აქვთ. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი ამ კორპუსში არ იმყოფებიან. მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში კი ნელ-ნელა ბრუნდებიან.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით დაწყებული სპეცოპერაცია, 20 საათის შემდეგ, დღეს დასრულდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. მათგან ერთი დაკავებულია. სამი კი – ლიკვიდირებული.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები