არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა სახელმწიფო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან დაიცვან თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოება

ჩვენმა სახელმწიფო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან დაიცვან თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოება,-აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას გააკეთა.
მისი განცხადებით,სპეცოპერაციისას ხელისუფლებამ მშვიდობიანი ადამიანების უსაფრთხოების დაცვა, აბსოლიტური სიზუსტით და წარმატებით მოახერხა.
“ჩვენმა სახელმწიფო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან დაიცვან თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოება. ორივე მიზანი შესრულებულია წარმატებით, პირველი ეს არის მშვიდობიანი ადამიანების უსაფრთხოების დაცვა, რაც მოხერხდა აბსოლიტური სიზუსტით და წარმატებით და მეორე ეს არის ამ შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება, რაც ასევე დღის ბოლომდე შესრულდა.

ხელისუფლება იცავდა საზოგადოებას პრაქტიკულად პირდaპირი აგრესიისგან, იმ შეიარაღებული თავდასხმისგან რაც დღეს ამ დაჯგუფების წევრებმა გასწიეს ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ და ბუნებრივია, გამოძიება უპასუხებს კიდევ მეტ შეკითხვას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და დღის განმავლობაში საკმარისი ინფორმაცია გონივრულ ვადებში რაც უნდა ქონოდა მედიას იქნა მოწოდებული.
დღეს ჩვენ კდიევ ერთხელ გავხდით მოწმენი პროფესიონალიზმის, თადვადების და იმის, რომ სახელმწიფო სამსახურებმა დამაჯერებლად შეძლეს იმ ამოცანის უზრუნველყოფა, რისი მოლოდინიც მათგან გვაქვს,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„ამ ადამიანმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ იყო პოლიციელი და სამართალდამცავი არის ძალიან რთული პროფესია. ეს არის თავდადება და სასიცოცხლო რისკი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია და რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ღირსეული მადლობა გადავუხადოთ და მისი სახელი სამუდამოდ დავიმახსოვროთ,-აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები