პოლკოვნიკი დავით თაყიშვილი: დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების დაცვის წევრები

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად განადგურებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების დაცვის წევრები,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თადარიგის პოლკოვნიკმა დავით თაყიშვილმა განაცხადა.
როგორ პირდაპირ ეთერში თაყიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია მას რამდენიმე წლის წინ გაცნობილი ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფების მებრძოლმა მიაწოდა.
„რამდენიმე წლის უკან გავიცანი ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფების მებრძოლი, რომელიც უკრაინის მხარეს ომობდა. მასთან მჭიდრო კავირი მაქვს და ამჟამად ცხოვრობს ავსტრიაში და იგი დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემეხმიანა და საქართველოში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად განადგუებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების დაცვის წევრები,-განაცხადა მაყიშვილმა.
ახმედ ჩატაევი დაკავებული იყო ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით.2012 წელს კი იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. მას შემდეგ ჩატაევი მოღვაწეობას თურქეთში განაგრძობდა. მას კავშირი ჰქონდა ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუხელ დაიწყო. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები