ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავტოავარიის შედეგად ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით,სოფელ ქისტაურში მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ხიდის მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ავტომობილის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. მძიმეა მძღოლის, 68 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ფოტო: tv იმედი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები