პრემიერი: მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და იკვეთება თუ არა მათი ტერორიზმთან კავშირი.

„ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო, არის აბსოლუტურად დასაბუთებული. სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები