“ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები ან რომელი დაჯგუფების წევრები არიან”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მომხდარს კვალიფიკაციას პროკურატურა მიანიჭებს.

მან აღნიშნული განცხადება რეფერალურ საავადმყოფოში გააკეთა, სადაც ძალოვანი უწყებების დაჭრილი თანამშრომლები მოინახულა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, დანაშაულებრივ მხარეზე გამოძიება ისაუბრებს.

”დაველოდოთ გამოძიებას. ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ან რომელი დაჯგუფების წევრები. თითქმის 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან.

ეს ძალიან სპეციფიკური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა და კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ ამას არ ვმართავთ, სამწუხაროდ არ შეგვიძლია.

დანაშაულებრივ ქმედებაზე მე ვერ ვისაუბრებ, ამაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. ის ადამიანი ცნობილია, ვისგანაც ჰქონდა ბინა ნაქირავები. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ამას პროკურატურა იტყვის”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები