სამართალდამცველების მოსანახულებლად, პრემიერი, შს მინისტრი და სუს-ის უფროსი მივიდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველების მოსანახულებლად თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა.

პრემიერთან ერთად, შს მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებიან. მინისტრებმა საავადმყოფოში შესვლის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები