შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შიო ხეცურიანმა სასტუმრო “რედისონში” წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებას კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა წარუდგინა.

პრეზენტაციას საკალათბურთო საკითხებში ჩართული პირები და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები ესწრებოდნენ.

შიო ხეცურიანი იმედოვნებს, რომ თავიანთ ხედვებს ყველა იმ ადამიანთან მიიტანენ, რომელსაც კალათბურთი აინტერესებს.

მისივე თქმით, პროგრამის განხორციელების შემდეგ, ქართული კალათბურთი წარმატებული იქნება.

“იმედი გვაქვს, რომ იმ ადამიანებთან, რომლებსაც კალათბურთი აინტერესებთ, მივიტანთ ჩვენს ხედვას, რომელიც კალათბურთს უკავშირდება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ იმ სტრატეგიის და გეგმების განხორციელება შესაძლებელი იქნება, რომელიც წარმოვადგინეთ. ამის შემდეგ, ქართული კალათბურთი ნამდვილად წარმატებული იქნება”,- განაცხადა შიო ხეცურიანმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ყველა იმ პიროვნებას მადლობა გადაუხადა, ვისთან ერთადაც ეს პროგრამა შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები