ელენე ხოშტარია: ახლა აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს

ახლა აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს.

მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უნდა გაეცეს.

„ახლა აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს, ჯანმრთელობა ვუსურვოთ დაზარალებულებს, თუმცა, დადგება ის ეტაპი, როცა დაისმება კითხვები, რა შეცდომები იქნა დაშვებული და როგორ უნდა გამოსწორდეს“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები