სპეცოპერაციის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ამ წუთებში ტერორიზმთან სავარაუდო კავშირში ბრალდებულების აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან “კვირას” კორესპონდენტი იტყობინება.
მისივე ცნობით, ადგილზე ამ წუთებში ინტენსიური სროლაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავა, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

სუს-ის წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები