ბექა ნაცვლიშვილი: დავრწმუნდი, რომ ევაკუაცია იყო განხორციელებული, ეს არის ჩემთვის მთავარი

​საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ- დემოკრატების” მდივანი ბექა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდება და მსხვერპლი არც ერთი მხრიდან მოჰყვება.
დეპუტატი დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და როგორც თავად აცხადებს, დაინტერესდა, სათანადოდ არის თუ არა უზრუნველყოფილი მოსახლეობის უსაფრთხოება.
“დაიმედებულები უნდა ვიყოთ, რომ სპეცოპერაცია დასრულდება წარმატებით და მსხვერპლი არ მოჰყვება არც ერთი მხრიდან. ეს არის პროფესიონალების პრეროგატივა და ​ნურავინ ჩაერევა სამართალდამცველების კომპეტენციაში”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
​მისივე თქმით, სპეცოპერაციის ადგილზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია შექმნილი ვითარებისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით განხორციელდა.
“ჩემი იქ ყოფნა დაკავშირებული იყო მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. დავრწმუნდი, რომ ევაკუაცია იყო განხორციელებული. ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი”, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები