კობა ნარჩემაშვილი: როგორც ჩანს სპეცოპერაციის ჩატარების საფუძველი ნამდვილად არსებობდა

​მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
მათივე განცხადებით, სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სპეცოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე დასრულდეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ამ ვითარებაში გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმაც და მასმედიის წარმომადგენლებმაც მეტი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნონ და სამართალდამცველებს სპეცოპერაციის წარმატებით დასრულების საშუალება მისცენ.

“სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში ჩვენი ოპონენტები ვერ არჩევენ დროს, თუ როდის უნდა გამოთქვან პრეტენზიები. ამისთვის მათ დროც ექნებათ და ტრიბუნაც. დღეს სხვა რამ არის უფრო მნიშვნელოვანი. უბრალოდ ვაცადოთ სამართალდამცველ ორგანოებს წარმატებით დაასრულონ ეს ოპერაცია, როგორც ჩანს, მისი ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არსებობდა.
ჩვენი ვალდებულება, მათ შორის პრესის, არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვამჟღავნოთ”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები