სროლა და აფეთქებები – თბილისში სპეცოპერაცია გრძელდება (ფოტოკოლაჟი)

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე კვლავ ისმის ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და მათ, პერიოდულად, დამატებითი ძალები უერთდებიან.

46-ე კორპუსში ჩამონგრეულია რამდენიმე სახლის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები და კორპუსიდან ამოდის კვამლი.

ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები