რას აცხადებს ბინის მფლობელი, სადაც ე.წ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მფლობელი, მერი ხანგოშვილი, ამბობს, რომ არ იცოდა, თუ ვინ იყვნენ ის პირები, ვინც მის ბინაში ცხოვრობდნენ.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, არც იმის შესახებ ფლობს ინფორმაციას ცხოვრობდა თუ არა იქ ვინმე.

“მე როგორც ვიცი, არავინ ცხოვრობდა მაგ ბინაში, ჩვენი ბინაა ეგ თუ სხვისი, ზუსტად არ ვიცი. ჩემმა ქმარმა გააქირავა თუ არა, არ ვიცი. იქ ვინმე ცხოვრობდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. აზრზე არ ვარ ქართველები არიან თუ უცხოელები. ჩემი მეუღლე გუშინ მუშაობდა “სოკარის” ბენზინ გასამართ სადგურზე, ახლა ვურეკავ და გამორთული აქვს ტელეფონი, ახმეტაში იყო სამუშაოდ”, – განაცხადა მერი ხანგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 17 საათზე მეტია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები