RMG თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსში, დღეს,  დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც  კომპანია RMG-იმ მიიღო  მონაწილეობა.

RMG-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დეტლური ინფორმაცია მიეღოთ RMG-ის  საკადრო პოლიტიკის, კომპანიაში არსებული ვაკანსიებისა და დასაქმების პერსპექტივის შესახებ.  HR სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს, რა სპეციალობებზეა ძირითადი მოთხოვნა დაბა კაზრეთში მდებარე RMG GOLD-ისა და RMG COPPER-ის საწარმოებში.

ფორუმის მსვლელობისას ინდივიდუალური ინტერვიუები გეოლოგიის, ქიმიის, ეკოლოგიის მიმართულებების კურსდამთავრებულებთან გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება სტაჟირების შესაძლებლობებზეც გაამახვილეს.

RMG  ჯგუფი  საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ორივე კომპანიაში ერთად დაახლოებით 3000-მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია გამოირჩევა მაღალი სამუშაო სტანდარტებითა და სოციალური პასუხისმგებლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები