სოზარ სუბარი: გირგვლიანის საქმეზე გზადაგზა ხდებოდა სასამართლო პროცესების გაყალბება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო სხდომას გამოეხმაურა.

სუბარმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, გირგვლიანის საქმის გამოძიებისას ხდებოდა.

„ვიყავი დაკითხული ამ პროცესზე როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება და, მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით, იმიტომ, რომ უშუალოდ ვიყავი ჩართული გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში. ვიცოდი, როგორ ხდებოდა გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამითი შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს და როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, როდესაც ეს კანონით აკრძალულია, როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი-მინისტრი ჩემთან მოდიოდა და მეუბნებოდა, როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან, როგორ უშვებდნენ მათ ოჯახებში, თითქოს უდანაშაულოები ყოფილიყვნენ. ამ ყველაფრის გვირგვინი იყო სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ დაცვის მხარეს ჰყავს ერთადერთი მოწმე, რომელიც თვითონ იყო ამ საქმეში ბრალდებული. ამ ადამიანის გადადგომა (დათა ახალაიას ვგულისხმობ), მოხდა მაშინ, როცა გავაკეთე განცხადება მისი და მისი მეგობრების ბრალეულობის შესახებ. ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია, ჩემთან ვერ დარეკა და ჩემ მძღოლს დაურეკა, მძღოლმა მომაწოდა ტელეფონი, სააკაშვილს პრეტენზიები ჰქონდა (სხვა დეტალებს სასამართლოზე მოვყვები) და ზუსტად ერთ საათში, დათა ახალაიამ და მისმა მეგობრებმა გააკეთეს განცხადება გადადგომის შესახებ“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები