გიგა ბოკერია: ხელისუფლებამ უნდა გასცეს ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ჩატარდა სპეცოპერაცია

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა გასცეს ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ჩატარდა სპეცოპერაცია.

მისი თქმით, ეს სერიოზული ამბავია და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს.

“ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე. არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მითუმეტეს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია, მსხვერპლის გარეშე. შემდეგ, ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან. ეს სერიოზული ამბავია და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები