რა ვითარებაა სპეცოპერაციის ადგილას, სადაც საცხოვრებელი ბინიდან ხელყუმბარები ისროლეს

თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილას, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან, ხელყუმბარებს ისვრიან.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, კორპუსზე შტურმი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დროისთვისაც სროლის ხმა ისმის.

სპეცრაზმელები საცხოვრებელ სახლში შესვლას ცდილობენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩებსაც აკონტროლებენ.

პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს პერიმეტრის შიგნით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

კორპუსიდან, სადაც შეიარაღებული ე.წ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, მოსახლეობა მთლიანად ევაკუირებულია.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 17 საათზე მეტია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები