სოზარ სუბარი: სპეცოპერაციის დეტალების შესახებ, პირდაპირ ეთერში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ საუბრობენ

​დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალების შესახებ, განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაციის დროს არც ერთ მოქალაქე არ დაზიანდეს.

“მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი კეთდება, ისე, როგორც არის საჭირო. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები განცხადებებს აკეთებენ იმ დოზით, რა დოზითაც არის ეს შესაძლებელი, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. სხვას მე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. ამაზე მეტი განცხადება ჩემგან არ იქნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად ნორმალურია მდგომარეობა, როდესაც 17 საათის განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ კეთდება.
​როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ დეტალებზე, თუ როგორ ტარდება სპეცოპერაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები