გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარე ქუჩებს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე გაიზარდა სამართალდამცველების რაოდენობა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩებსაც აკონტროლებენ.

პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს პერიმეტრის შიგნით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

​საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გამაგრებულმა შეიარაღებულმა პირებმა, ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლების მიმართულებით.

ოფიციალური ინფორმაციით, გამთენიისას მათ სპეცრაზმელების მიმართულებით ხელყუმბარა ისროლეს.
​პერიმეტრს აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ვითარება ამ დროისთვის უცვლელია, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ისმის სროლების ხმა.

შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

“პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, _ ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები